პროექტის სახელწოდება–ჩვენც დავბერდებით –
პროექტის მთავარი იდეა–სიკეთის კეთება ურთიერთობის და თანამშრომლობის დამყარება მოხუცებთან
პროექტის მიზნები–მოსწავლემ შეძლოს მოხუცთა პრობლემების დანახვა და გათავისება
მონაწილეთა ასაკი–10 –11 წლის ბავშვები
ვადები~ხანგრძლივობა–ერთი თვე
მოსალოდნელი შედეგები–თანამშრომლობის, სიკეთის, სხვისი პრობლემის გათავისების უნარის ჩამოყალიბება
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები–ფოტოაპარატი, კომპიუტერი,ქსეროქსი,ფერადი ფურცლები
პროექტის მსვლელობა–მოსწავლეებს ავუხსნი თუ რამდენად მნიშვნელოვანია აღნიშნულ პროექტში მონაწილეობა.ვაჩვენე ფოტომასალა ,რომელიც სათნოების სახლშია გადაღებული.
დისკუსიის შემდეგ ბავშვები მივლენ დასკვნამდე–მოხუცებს აკლიათ სითბო და მათ ძალიან გაუხარდებათ ბავშვებთან ურთიერთობა.
1. ვესტუმრებით სათნოების სახლს და ავიღებთ ინტერვიუს მოხუცებისგან.
წარვადგენთ სპექტაკლს სახელწოდებით–ჯადოსნური ღამე, სადაც მონაწილეობას თავადაც მიიღებენ.
2,ორი კვირის შემდეგ კვლავ ვეწვევით მათ და წარვუდგენთ ლიტერატურულ საღამოს –
ყველა ჩემი სამშობლოა (მოსწავლეები თ ავად მოიძიებენ მასალებს.)
3.ახალი წლის დღეებში მოვაწყობთ საახალწლო კარნავალს მოვიწვევთ მათ ,შევასრულებთ ნახატებს და გადავცემთ საჩუქრებს.
4მოვაწყობთ სკოლაში გამოფენას– ფოტომასალისას
საგნებთან ~საგნობრივ ჯგუფებთან ~ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი – ქართული ენა, ხელოვნება, მუსიკა.
პროექტის ხელმძღვანელი–ნანა თვარაძე
ხელმძღვანელის ელ ფოსტა-nanatvaradze@gmail.com
პროექტის ვებ–გვერდი–nanatvaradze.blogspot.com
–
No comments:
Post a Comment